ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინდელი დაბომბვის შედეგად, "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი და იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი მუჰსინ აბუ ზინა ლიკვიდირებულ იქნა.

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის Shin Bet-ის ცნობით, მუჰსინ აბუ ზინა "ჰამასის" ლიდერი, სტრატეგიული იარაღისა და რაკეტების წარმოების ხელმძღვანელი პირი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, გუშინ იერიში ჰამასის ტანკსაწინააღმდეგო რაზმზეც მიიტანეს, რასაც ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე წევრის სიკვდილი მოჰყვა.

ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს.