მიუხედავად იმისა, რომ ამ პარასკევს პრემიერ მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობის მინისტრთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, გამოცემა Le Figaro-სთვის Odoxa-Backbone Consulting-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ფრანგების 71% მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური და მისი ქმედებები შეშფოთებას იწვევს.

მოუტანა კი რაიმე სიკეთე ბაირუს თვითდაჯერებულობამ? - კითხულობს "ლე ფიგარო" და იქვე განმარტავს, რომ ფრანგები მთავრობის ოპტიმიზს საერთოდ არ იზიარებენ. 

ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი 10 გამოკითხულიდან ექვსი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა.

კერძოდ, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლას რესპონდენტთა 61%  უჭერს მხარს. ეს დეკემბრის მაჩვენებელზე – ორი პუნქტით, ხოლო სექტემბრის მაჩვენებელზე 7 პუნქტით მეტია. შესაბამისი გამოკითხვა 2 და 3 იანვარს ჩატარდა.

ამასთან, გამოკითხულთა 71 %-ს აშფოთებს პრეზიდენტი, 65% კი მიიჩნევს, რომ ის არ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული.

ამავე გამოკითხვით, რესპონდენტთა 86% ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონს მიმდინარე წელს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოუწევს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფრანსუა ბაირუ დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა კაბინეტს, რომელსაც მიშელ ბარნიე ხელმძღვანელობდა, ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო დავის გამო პარლამენტმა ნდობა აღარ გამოუცხადა.