რუსეთში მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესახებ დაძაბულობის ახალ ეტაპს ნიშნავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
"ასეთი გადაწყვეტილება თუ მართლაც იქნა ფორმულირებული და კიევის რეჟიმისთვის გადაცემული, რა თქმა უნდა, ეს არის დაძაბულობის ხარისხობრივად ახალი ეტაპი და ხარისხობრივად ახალი ვითარება შეერთებული შტატების ამ კონფლიქტში ჩართულობის თვალსაზრისით", – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვის პოზიცია ყველასთვის აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს.
"ეს სიგნალები წაკითხულ იქნა კოლექტიური დასავლეთის მიერ და ისინი გაჟღერებულ იქნა პრეზიდენტის მიერ სანკტ-პეტერბურგში", – შეახსენა პესკოვმა.