ამის შესახებ ფრანგული გამოცემა 20minutes იუწყება.
კანადის მთავრობა აცხადებს, რომ იანვრიდან დღემდე 6 მილიონი ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც 18-ჯერ მეტია ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელზე და ტყის ხანძრების გამო კანადის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, - წერს 20minutes.
„კანადელები ტყის ხანძრების ზემოქმედების უპრეცედენტო ზემოქმედების ქვეშ დგანან და ყველაზე დიდი შეფოთების საგანი ის არის, რომ სეზონის პიკამდე (ტყის ხანძრების - „აიპრესი"), სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირაა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ჟან-ივ დიუკლომ პრესკონფერენციაზე.
„ეს რეალურ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე" - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში ამ დროისთვის არსებული 423 აქტიური ხანძრიდან ნახევარზე კონტროლის დამყარება ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, შვეიცარიის ფართობი 4,1 მილიონი ჰექტარია.