მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პერსონალური თავდასხმები მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დიპლომატიაში.
„ევროკომისია მიმდინარე წელს, მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.