ასეთი განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში, ღონისძიებაზე „ახალგაზრდა ევროპისთვის: დემოგრაფიული გადასვლა, გარემო, მომავალი" გამოსვლის დროს გააკეთა.
იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი ამბობს, რომ სუროგაცია "არაჰუმანურია" და მხარს უჭერს უფრო მკაცრ ჯარიმებს ამ პრაქტიკისთვის, მათ შორის 1 მილიონ დოლარამდე ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთას.
სუროგაციის აქტი - გადახდით ან მის გარეშე - უკვე უკანონოა იტალიაში, მაგრამ ჯორჯა მელონის პარტია „იტალიის ძმების" მიერ ინიციირებული კანონპროექტით, სუროგაცია კიდევ უფრო დიდ დანაშაულად მიიჩნევა და ჯარიმის ოდენობა 600 ათასი ევროდან 1 მილიონ ევრომდე იზრდება, პატიმრობის ვადა კი სამი თვიდან ორ წლამდე.
„მე მაინც მჯერა, რომ სუროგაცია არაადამიანური პრაქტიკაა“. ამით იკვებება ტრანსნაციონალური ბაზარი, რომელიც ექსპლოატაციას უწევს ღარიბ ქალებს და სუროგაციას წარმოაჩენს სიყვარულის აქტად, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ სუპერმარკეტში ურეცეპტო საქონლის მსგავსად ბავშვების შეძენა სასიყვარულო აქტია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი საშვილოსნოს გაქირავება თავისუფლების აქტია. ეს არაადამიანური პრაქტიკაა და მე მხარს ვუჭერ კანონპროექტს, რომელიც მას საშვილოსნოს არაჰუმანური პრაქტიკაა. მე მხარს ვუჭერ კანონპროექტს და ვიმედოვნებ, რომ იგი უახლოეს ხანში იქნება მოწონებული, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.