სიმპატიური ბიჭია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპატიმრებისას გადაღებულ ფოტოს.
„ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპატიური ბიჭია“, – განაცხადა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპი ბრალდებულია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში. აშშ ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის ციხეში დაახლოებით 20 წუთი გაატარა, რის შემდეგაც საპატიმრო დატოვა. ის ციხეში თავად გამოცხადდა. ტრამპს ციხეში თითების ფოტო გადაუღეს, ანაბეჭდები აუღეს, შეუვსეს პატიმრის ანკეტა და მიანიჭეს პატიმრის ნომერი P01135809.
შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ფოტოს გადაღებას, მეც დავთანხმდი“, – განაცხადა ტრამპმა.