ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უარყოფს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და ვარაუდობს, რომ იგი მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებლობას.
„თუ პუტინი ამას ტაშს უკრავს, მაშინ რა არის ამაში სასარგებლო?" - განაცხადა ჯო ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში და დასძინა: „არ ვხუმრობ. უკიდურესად სერიოზული ვარ."
„მე ვერ დავინახე ვერაფერი გეგმაში, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც, რაც, თუკი ჩინეთის გეგმას მიჰყვებოდნენ, ხელსაყრელი იქნებოდა ვინმესთვის, გარდა რუსეთისა”, - თქვა ბაიდენმა.
სამშვიდობო გეგმის კრიტიკის გარდა, ბაიდენმა კატეგორიულად უარყო იდეა, რომ ჩინეთი სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდეს უკრაინისთვის და მას ირაციონალური უწოდა.
„იდეა, რომ ჩინეთი აპირებს მოლაპარაკებას დასრულებაზე ომისა, რომელიც აბსოლუტურად უსამართლო ომია უკრაინისთვის, უბრალოდ არ არის რაციონალური“, - განაცხადა ბაიდენმა.