ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ წერს.

იტალიის ქალაქ კასტელამარე-დი-სტაბიაში სერია B-ს გუნდების, „იუვე სტაბიას“ და „ჩეზანოს“ შეხვედრა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გამოძიების საგნად იქცა.

სერია A-ში გადასვლისთვის მებრძოლ და პლეი-ოფის ზონაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მყოფი გუნდების შეხვედრის 21-ე წუთზე სტუმრების კარში გოლი გავიდა, რასაც „იუვე სტაბიას“ გულშემატკივართა მხრიდან დიქტორის ყოველ შეძახილს, „რომანო“, პასუხად „მუსოლინი" და მაღლა აწეული ხელი მოჰყვა.

„ლაციოდან“ „იუვე სტაბიაში“ იჯარით გადასულმა 21 წლის რომანო ფლორიანი მუსოლინმა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაში პირველი გოლი გაიტანა, თუმცა ფაშისტური მისალმება გოლის გამო არ მომხდარა. რომანო იტალიელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილიშვილის, ყოფილი იტალიელი და ევროპარლამენტარის, ალესანდრა მუსოლინის (იგი შეხვედრის დროს ტრიბუნაზე იმყოფებოდა) შვილია და ატარებს როგორც მამის ისე დედის გვარს.

„ჩემი ბაბუა ბენიტო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იტალიისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა 2024 წელში ვართ და მსოფლიო შეიცვალა. ჩემს გვართან დაკავშირებული კამათი არ მაინტერესებს. რაღაც ცრურწმენა ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩემი საქმე არაფერ შუაშია და არც ჩემთვის აქვს მნიშვნელობა", - განმარტავდა რომანო „კორიერე დელა სპორტისთვის" ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში.

წელს, იტალიის სასამართლომ დაადგინა, რომ წელს იტალიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფაშისტური მისალმების შესრულება არ არის დანაშაული, თუ ის საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან არ ემსახურება აკრძალული ფაშისტური პარტიის აღორძინებას. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ სწავლობს ინციდენტს.