ამის შესახებ იუწყებიან გერმანული tagesschau და იტალიური ansa.
ევროპულ საბჭოში მისულმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც გუშინ ელისეის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს გერმანიის კანცლერთან ერთად შეხვდა.
ზელენსკის მიწვევა პარიზში „უდროო იყო", - თქვა მან.
კითხვაზე: უდროო იყო თუ არა საფრანგეთისა და გერმანიის მისია ვაშინგტონში? პრემიერ-მინისტრმა მელონიმ უპასუხა:
„სიმართლე გითხრათ, ზელენსკის გუშინდელი მიწვევა უფრო უდროო ჩანდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ძალა ამ საკითხში - არის ერთიანობაა და მესმის შიდა პოლიტიკის წნეხი, შიდა საზოგადოებრივი აზრისადმი მეტი კეთილგანწყობა, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა საკუთარი საშინაო საზოგადოებრივი აზრისთვის უპირატესობის მინიჭება საფრთხეს უქმნის <საერთო> საქმეს და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა."
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე მე კომენტარი არ მაქვს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა და დასძინა, რომ მას სურდა მიეღო პრეზიდენტი ზელენსკი და კანცლერი შოლცი, რადგან სამივე ერთად იყო რვა წლის განმავლობაში და „უკრაინის საკითში" გერმანიამ და საფრანგეთმა იმ რვა წლის განმავლობაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს.
ჩვენც ერთად ვიღებდით მონაწილეობას პროცესში, „ვფიქრობ, რომ ზელენსკიც წყვეტს, რა ფორმატი სურს" დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, - განაცხადა მაკრონმა.