ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის რეგიონში პოზიციები დაიკავეს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, რუსმა "სამხედრო კორესპონდენტებმა" უამრავი გეო-რეფერირებული ვიდეო და ტექსტური შეტყობინება გამოაქვეყნეს, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს.
"რუსი ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები მდინარე დნეპრის ნაპირებზე, ოლეშკის ჩრდილოეთით (ხერსონიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) და დაწინაურდნენ დასახლების ჩრდილოეთ კიდეზე, E97 გზატკეცილზე. ასევე საზაფხულო კოტეჯების დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ).
კადრები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ჯარები შესაძლოა ვერ აკონტროლონ კუნძულებს მდინარეებზე კონკა და ჩაიიკა, რომლებიც მდებარეობს უკრაინელი სამხედროების გეოლოკაციის პოზიციებიდან ჩრდილოეთით ნახევარ კილომეტრზე, ანტონოვსკის ხიდთან", - ნათქვამია ISW-ს ანგარიშში.
ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ 20 და 22 აპრილს რუსმა "სამხედრო კორესპონდენტებმა" განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდნენ პოზიციებს ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე, შექმნეს სტაბილური მომარაგების ხაზები ამ პოზიციებზე და რეგულარულად ახორციელებდნენ გაფრენებს, რაც მიუთითებს ამ ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლის ნაკლებობაზე.