ისრაელი ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით ყველა სხვადასხვა უცხოური ქვეყნიდან მოზიდული მუშებით პალესტინელი მუშების ჩანაცვლებას გეგმავს. - იუწყება ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი.
„ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დასავლეთ სანაპიროდან ისრაელში შესვლა მშენებლობაზე და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ათასობით მუშას აეკრძალა. ისრაელის სპეცსამსახურების მტკიცებით, „ჰამასმა" თავდასხმისთვის სადაზვერვო მონაცემები ისრაელში მუშაობის ნებართვის მქონე ღაზელებისგან მოიპოვა.
სიტუაციის პოტენციური განმეორების თავიდან აცილების მიზნით ფინანსთა, შინაგან საქმეთა და შრომის სამინისტროების გეგმის მიხედვით, ისრაელი მოიზიდავს 25500 მუშაკს შრი-ლანკიდან, 20000 ჩინეთიდან, 17000 ინდოეთიდან, 13000 ტაილანდიდან და 6000 მოლდოვიდან.
გარდა ამისა, მთავრობა აპირებს წაახალისოს ისრაელელები, რათა მათ იმუშაონ მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში, ასევე, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ამ სფეროებში საჭირო თანამშრომლების რაოდენობა.
ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩის მიერ დამტკიცებული გეგმას ორ კვირაში მთავრობის ეკონომიკური ჯგუფი განიხილავს, შემდეგ კი მინისტრთა კაბინეტი უყრის კენჭს.