ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, დაიბომბა ჰამასის სამხედრო ფრთის წარმომადგენლის სახლი, რომელიც ღაზას სექტორში ცნობილია, როგორც აბუ ობეიდა.
IDF-ის არაბულენოვანი სპიკერი ავიხაი ადრეი, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, რომ "ჰამასის" სპიკერი "მუშაობდა ტერორიზმის მიმართულებით ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ."
აბუ ობაიდა იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადების, ჰამასის სამხედრო ფრთის სპიკერია.
მისი ნამდვილი სახელი და ბიოგრაფია ცნობილი არ არის. 2014 წელს ისრაელის მედიასაშუალებებმა ობეიდას ფოტო გაავრცელეს. თუმცა, ფოტოსა და სახელის ნამდვილობა ალ-კასამის ბრიგადებმა უარყო, რომლის ლიდერმაც თქვა, რომ აბუ ობაიდა "არც მედიაში გამოჩნდება" და ცოტა ადამიანმა იცის, ვინ არის ის სინამდვილეში.
აბუ ობაიდა პირველად 2006 წელს გამოჩნდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცის, გილად შალიტის დატყვევება გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ობეიდა ისრაელს მშვიდობიანი მძევლების "საჯაროდ" სიკვდილით დასჯით დაემუქრა, თუ ისრაელი ღაზას სექტორის მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე დაბომბვას გააგრძელებდა.
"სამოქალაქო მძევლებს დავხოცავთ და ინტერნეტით პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ." - აღნიშნა მან.