დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის თქმით, ირანმა ორი რაკეტა ისროლა კვიპროსის კუნძულის მიმართულებით, სადაც ბრიტანული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩაჭრეს.
"თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩვენი ბაზებისთვის არ იყო განკუთვნილი", - განაცხადა მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუში და შეშფოთება გამოთქვა ირანის "ბრმა" რეაქციით.








