ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ისრაელის დარტყმები ვერ განხორციელდებოდა აშშ-ის დახმარების გარეშე.
„ირანი დაიცავს თავის ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ირანმა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, "კოლექტიურად დაგმონ“ ისრაელის დარტყმები.