ასეთი განცხადება რუსეთში ირანის ელჩმა news.ru-ს კორესპონდენტთა საუბრის დროს გააკეთა.
რუსეთში ირანის ელჩის, კაზემ ჯალალის თქმით, „3+3“ საკონსულტაციო პლატფორმის შემდეგი შეხვედრა შესაძლოა წელს კიდევ გაიმართოს. მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსულტაციო პლატფორმის მონაწილე საქართველო გახდება. სამხრეთ კავკასიაში საკითხების გადასაჭრელად კაზემ ჯალალიმ ამ ფორმატს ყველაზე სასარგებლო უწოდა.
ირანის ელჩმა გაიხსენა, რომ წინა შეხვედრა ამ ფორმატში გასულ წელს თეირანში გაიმართა. ჯალალიმ მას წარმატებული უწოდა და დასძინა, რომ სხვა სახელმწიფოების, „ზესახელმწიფოების“ ჩარევა არა მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას, არამედ აძლიერებს ესკალაციას სამხრეთ კავკასიაში.
სხვა ქვეყნების ჩარევა ხელს უშლის სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობის დარეგულირებას. ამ რეგიონის ექვსი ქვეყანა - რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო - არიან ამ რეგიონის საუკეთესო ექსპერტები და არა სხვა ქვეყნები, - განაცხადა რუსეთში ირანის ელჩმა.