ასტანაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა.

„მჯერა, რომ ბატონი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანი ახალ წარმატებებს მიაღწევს ქვეყნის მშენებლობის სხვადასხვა სფეროში. ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები დამყარებულია გულწრფელობასა და ურთიერთნდობაზე.

ჩვენ ქვეყნებს თანასწორობასა და ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული კარგი მეგობრობა, კარგი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ყოველთვის ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდებოდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და უფრო ღრმა სტრატეგიული შინაარსი შეიძინა. დღეს ჩვენ მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას. ამ დოკუმენტით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ავიყვანთ. ეს ასევე ახალი ამოსავალი წერტილია. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთდახმარების ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ", - განაცხადა, აზერბაიჯანის მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა