ამის შესსახებ ინფორმაცია „იერუსალიმ პოსტი" ავრცელებს.

იერუსალიმის ნევე იაკოვის რაიონში მდებარე სინაგოგაზე ტერორისტის თავდასხმის შედეგად 7 კაცი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

იერუსალიმის პოლიციის ცნობით, ტერორისტი მანქანით მივიდა სინაგოგასთან და ცეცხლი გაუხსნა პარასკევის ლოცვის შემდეგ სინაგოგიდან გამოსულ ხალხს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა პალესტინის უბან ბეიტ ჰანინასკენ, რა დროსაც ტერაქტის გამო ნევე იაკოვის რაიონში გამოძახებულ პოლიციელებს შეეფეთა. 

პოლიციის თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმის მკვიდრი ტერორისტი მოკლეს მას შემდეგ, რაც მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციას და ფეხით შეეცადა გაქცევას. 

წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი „ჰამასის" წევრი იყო.

სინაგოგის ერთ-ერთი მსახურის თქმით, პოლიცია ადგილზე ოცი წუთის განმავლობაში არ მივიდა, რადგან არ დაუჯერეს მას, ვინც დარეკა და ჩათვალეს, რომ ხმაური აღმოსავლეთ იერუსალიმის სინაგოგის მიმდებარე რაიონებიდან ისმოდა.