ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„ნატოს არ გაუცია რეკომენდაცია და არ მიუწოდებია ამ ტიპის იარაღი. ჩვენ ვაწვდით საარტილერიო და სხვა სახის, მაგრამ არა კასეტურ იარაღს“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ტელეარხ RTL-ს  მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე.


გერმანული tagesschau-ს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების იდეა დაიცვა. ნათელია, რომ ეს საბრძოლო მასალა იწვევს კამათს მსოფლიო პოლიტიკაში - მაგრამ უკრაინა არ არის კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის კონვენციის მხარე, განუცხადა მან ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი სამართლებრივი ბარიერი არ არსებობს და თუ მათ მივიღებთ, გამოვიყენებთ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. კულებას თქმით, უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებს.