მშვიდობის მისაღწევად და თითოეულისთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მოთმინება იქნება საჭირო. თანაგრძნობაც აუცილებელი იქნება" - იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას ეხმაურება.

იაპონიის პრემიერის თქმით, პრეზიდენტებს შორის საკმაოდ ემოციური დიალოგი მოხდა.

"როცა ამ შეხვედრას ვუყურებდი, გარკვეულწილად, მოვლენების მოულოდნელი განვითარება მეგონა. ჩემთვის ეს საკმაოდ ემოციურად გამოიყურებოდა. მშვიდობის მისაღწევად და თითოეულისთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მოთმინება იქნება საჭირო. თანაგრძნობაც აუცილებელი იქნება", - აცხადებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა.