ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური პორტალი asahi ავრცელებს.
25 იანვარს, იაპონიის და კორეის სანაპიროებთან ადგილობრივი დროით 02:45 საათზე ჩაძირული გემიდან კიდევ 8 კაცი გადაარჩინეს, 9 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ
იაპონიის ქალაქ კიტაკიუშუს სანაპირო დაცვის რეგიონალურმა შტაბმა გუშინ, 23:15 წუთზე ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემისგან მიიღო სიგნალის დახმარების თხოვნით. სამაშველო ჯგუფების დაუსახლებელი კუნძულიდან 110 კმ-ში მისვლის დროს გემი უკვე ჩაძირული იყო.
იქვე ახლო მყოფმა გემმა დაახლოებით 02:45 საათზე ჩაძირული გემის ეკიპაჟის 5 წევრი გადაარჩინა. ისინი გემის ჩაძირვამდე ცოტა ხნით ადრე დაინახეს გემის სამაშველო კანჯოში.
სატვირთო გემის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრების თქმით, გემის ბორტზე სულ 22 კაცი იმყოფებოდა - 14 ჩინელი და 8 ბირმელი.