ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
ებრაული მედიის ცნობით, „ჰამასის" თავდასხმისა და შემდგომი ბრძოლების შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობა 800-მდე გაიზარდა, - წერს timesofisrael-ი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 2506 დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათ შორის 23 კრიტიკულ, 353 კი მძიმე მდგომარეობაშია.
timesofisrael აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის მინისტრმა ღაზას სექტორში წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გასცა ბრძანება.
„მე მივეცი მითითება, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს წყლის ნაკადი ისრაელიდან ღაზას სექტორში“, - ამბობს მინისტრი ისრაელ კაცი განცხადებაში და დასძენს, რომ ელექტროენერგიის და საწვავის მიწოდება ორი დღის წინ შეწყდა.