ყველა გზას ვიყენებთ ღაზაში მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაციისთვის და ვცდილობთ, რომ მოხდეს მათი ევაკუაცია სამხრეთ ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღაზას მცხოვრებლები ჩვენი მტრები არ არიან. ისრაელი იბრძვის საერთაშორისო კანონის შესაბამისად. ყველა გზას ვიყენებთ ღაზაში მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაციისთვის და ვცდილობთ, რომ მოხდეს მათი ევაკუაცია სამხრეთ ნაწილში. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ზიანი მივაყენოთ უდანაშაულო ადამიანებს, მათ, ვინც არ არიან ჩართული "ჰამასის" ქმედებებში.
ბუნებრივია, ომში ყოველთვის არის მსხვერპლი. "ჰამასი" მათ ხელს უშლით დატოვონ საცხოვრებელი. ჩვენ ამის ამსახველი სატელიტური ფოტოები გვაქვს. "ჰამასისთვის" ღაზას მცხოვრებლები ერთგვარი ფარია, ისინი მათ მიღმა იმალებიან, სწორედ მათ სურთ მეტი სიკვდილი.
იმედი მაქვს, რომ დამატებით სხვა ფრონტიც არ გაიხსნება, მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევაშიც ისრაელი იბრძოლებს. ეს ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამიჯნოს "ჰამასი" და პალესტინელი ხალხი. "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს," - აცხადებს ჰადას მეიცადი.