მართლმსაჯულების საერთო სასამართლომ (ICJ) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის გახსნა და მოძრაობის აღდგენა დაევალა.
ჰააგის სასამართლოში მთიანი ყარაბაღის ბლოკადის შეწყვეტას 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულოა, სასამართლოს არ გააჩნია მისი აღსრულების უფლებამოსილება.
ICJ-მ უარყო სომხეთის ორი სხვა მოთხოვნა, აზერბაიჯანს დავალებოდა თვითგამოცხადებული "ეკო აქტივისტების" მხარდაჭერისა და ყარაბაღის ენერგომომარაგების შეფერხების შეწყვეტა.
ასევე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნა, სომხეთს ყარაბაღის და მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვა აკრძალვოდა.
ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიანი ყარაბაღისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა სომხეთსა და დანარჩენ მსოფლიოსთან, მესამე თვეა ბლოკირებულია. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.
ალიევი უარყოფს, რომ მთიანი ყარაბაღი ბლოკადაშია. იგი ამტკიცებს, რომ "ეკო აქტივისტები", რომლებმაც მესამე თვეა გზა გადაკეტეს, გულანთებული აზერბაიჯანელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც რეგიონში გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევას აპროტესტებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა არღვევს 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ხაზს უსვამს, რომ ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის კონტროლის მიღმა უნდა იყოს.