გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ლვოვში ჩავიდა, სადაც 9 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
ოჰან ვადეპულმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა.
„ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც საჭიროა და გავაკეთებთ ამას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე რუსეთი არ გაიგებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის დაცვა“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.
Guten Abend aus Lwiw🇺🇦. pic.twitter.com/1Y9rObTvbs
— Johann Wadephul (@AussenMinDE) May 8, 2025