გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის უკვე გადაცემული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
ბოლო კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას გადასცა:
12 ჯავშანტრანსპორტიორი;
TMRL-4D-ის ტიპის 2 რადარი; Primoco One-ის ტიპის 7 სადაზვერვო დრონი;
AMPS-ის ტიპის ვერტმფრენებისგან დამცავი 2 დანადგარი;
5 საზღვაო დრონი;
MAN TGS-ის ტიპის 12 სატვირთო;
Satcom-ის ტიპის 32 თანამგზავრული ტერმინალი;
ზამთრის ფორმის 30 ათასი კომპლექტი
გასულ კვირას გერმანიამ უკრაინას შეიარაღების პარტია გადასცა, რომელშიც სხვა ტიპის იარაღთან ერთად IRIS T-ის ტიპი საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შევიდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ჯამური მოცულობით გერმანია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს ჩამორჩება.
გარდა ამისა, გერმანია 2028 წლამდე უკრაინის დახმარებისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.