გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას „1995 წლის სრებრენიცას გენოციდის ხსოვნის დღედ“ გამოცხადების შესახებ, რომელიც გერმანიის და რუანდის მიერ იყო წარდგენილი, მხარი 84 ქვეყანამ დაუჭირა, 19 წინააღმდეგი იყო, 68-მ კი თავის შეიკავა. 22 ქვეყნის წარმომადგენელი კენჭისყრის დროს დარბაზში არ იყო ან კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თავი შეიკავეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და სლოვაკეთმა, ხოლო უნგრეთი წინააღმდეგი იყო. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთმა თავი შეიკავა, თურქეთმა რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რუსეთი მოწინააღმდეგე იყო, აზერბაიჯანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
რეზოლუციის მიღების მოწინააღმდეგეები იყვნენ ანტიგუა და ბარბუდა, ბელარუსი, გრენადა, დომინიკა, ეთიოპია, ესვატინი, კომორები, კუბა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალი, ნაურუ, ნიკარაგუა, რუსეთი, სან-ტომე და პრინსიპი, სერბეთი, სირია, ჩინეთი,