ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
"საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო სტრატეგიაა, რომელიც ყოველთვის მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - წერს ლანდსბერგისი.
Intimidation and violence against peaceful protestors and civil society activists in Georgia are shameful tactics which are always unacceptable and must stop immediately.
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 11, 2024