აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ოთხშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 285,6 მილიარდი შეადგინა. 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ილონ მასკის კომპანია „ტესლას“ აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაძვირდა და 288 დოლარს გადააჭარბა, რაც წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომპანიების „ტესლას“, „სფეის იქსის“ და სოციალური ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და მისი საარჩევნო კამპანიის უმსხვილესი შემომწირველია.

თარგმანი: პირველი არხი