ევროკავშირის საბჭომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, 33 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„დღევანდელი სანქციები აჩვენებს ჩვენ სიმტკიცეს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას რუსეთში ადამიანის უფლებების ხანგრძლივი დარღვევის გამო. ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ პუტინი რუსეთი არ არის, რუსეთი კი – პუტინი. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და რუსეთის თავისუფალი ხმების მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
სასანქციო სიაში მოხვდა ის კოლონიები, რომელშიც ალექსეი ნავალნი 2022 წლის ივნისიდან გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. სანქციები ასევე შეეხო მესამე კოლონიის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს.
ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ანდრეი სუვოროვი, რომელმაც გასულ წელს ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.