სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
"უკრაინამ განსაკუთრებით უნდა შეარბილოს თავისი მიდგომები, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ აღადგენს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი მისთვის მიცემული დაპირებები შესრულდება.