ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს, „სი ენ ენისთვის" მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით 50%, თუმცა კიევის კონტრშეტევა რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
„თავდაპირველად მიტაცებულის დაახლოებით 50% უკვე დაბრუნებულია“, განუცხადა ბლინკენმა კვირას CNN-ს.
„ეს ჯერ კიდევ ადრეული დღეებია კონტრშეტევის, რომელიც მძიმედ მიდის", - თქვა მან და დასძინა:
„ეს არ დასრულდება მომდევნო ერთ-ორ კვირაში. ვფიქრობ, რამდენიმე თვე გაგრძელდება“.