ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასტანაში, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდინთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა
პრესკონფერენციის დასაწყისში ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, კერძოდ, გაფართოებული სტრატეგიული პარტნიორობა.
1991 წლის დეკემბერში ყაზახეთის და რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან, შეერთებული შტატები ყაზახეთის, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდამჭერია. შეხვედრების და დისკუსიების დროს, რომლებიც ჩვენ შორის დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის, უკრაინელი ხალხისთვის თავისუფლების წართმევის წარუმატებელი მცდელობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ გაიმართა, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა, - თქვა ენტონი ბლინკენმა და განაგრძო:
„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთს იმ 200 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის მასპინძლობისთვის, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან პრეზიდენტ პუტინის მიერ ომის დაწყების შემდეგ. და მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს იმისათვის, რომ გულუხვად მიაწოდა უკრაინის საკვები, ტანსაცმელი, მედიკამენტები და სხვა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის კიევსა და ბუჩაში დადგმული უძლეველობის იურტებისთვის".
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც პრეზიდენტმა ტოკაევმა გასულ მარტში გამოაცხადა და მოუთმენლად მოელის დამატებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც ყაზახეთი გადადგამს ამ დღის წესრიგის განსახორციელებლად.
რეფორმები, რომლებიც ზრდიან საზოგადოების მონაწილეობის პოლიტიკურ პროცესებში, მთავრობის ანგარიშვალდებულებას, ხელს უწყობენ კორუფციის აღკვეთას, ზღუდავენ საპრეზიდენტო ვადებს, აძლიერებენ ადამიანის უფლებების დაცვას - მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები, მათ შორის აშშ-დან, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ყაზახეთს. ამერიკულმა კომპანიებმა ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს ინვესტირება და 1991 წლიდან 50 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადეს ყაზახეთის ეკონომიკაში, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ყაზახეთს მადლობა ასევე გადაუხადა იმისათვის, რომ ორგანიზება გაუკეთა და უმასპინძლა C5+1 მინისტერიალს (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი + შეერთებული შტატები).
ეს არის მეოთხე შეხვედრა, რომელშიც მე მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო სახელმწიფო მდივნის რანგში, რაც აჩვენებს ჩვენს სწრაფვას, ვიყოთ სანდო პარტნიორი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. C5+1 სულ უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმა ხდება, - თქვა ენტონი ბლინკენმა.