ჯო ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს, რითიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ ვმუშაობ პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში. მან აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – წერს ბლინკენი.