აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კოლორადოში, Aspen-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ირანს შეუძლია აწარმოოს ატომურ იარაღში გამოყენებული დასაშლელი მასალა "ერთი ან ორი კვირის განმავლობაში."
"იმის ნაცვლად, რომ სულ მცირე ერთი წელი იყოს დარჩენილი ბირთვული იარაღის დასაშლელი მასალის წარმოების მიღწევამდე, მას ახლა, ალბათ, ერთი-ორი კვირა აშორებს." - აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის გამო, თეირანი ახლა სწრაფად ზრდის ამ ტექნოლოგიის პოტენციალს.
მან განმარტა, რომ ირანს ჯერ არ შეუქმნია ბირთვული იარაღი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უახლესი მონაცემებით, ირანი გეგმავს დამატებითი ცენტრიფუგების ამოქმედებას ფორდოსა და ნატანცის ბირთვულ ობიექტებზე, ეს ნაბიჯი უკვე დაგმეს ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.