ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა, - ამის შესახებ France Press წერს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ აბდელატთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ცნობისთვის, გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაუდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება.