საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დაასახელა.
ფერანსუა ბაირუ ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს უკვე შეხვდა.
მანამდე იყო მოლოდინები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 12 დეკემბერს გახდებოდა ცნობილი.
შეგახსენებთ, მიშელ ბარნიემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ეს არის პირველი შემთხვევა 1962 წლის შემდეგ. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 91 დღე იმუშავა.