საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპასა და აშშ-ს შორის პოზიციები დაახლოვდა.
"ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ევროპელებისა და ამერიკელების ახალი დაახლოების მომენტში", - განაცხადა მაკრონმა ბერლინში გამართული E5-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი) ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-მა ევროპასთან ერთად დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე მზადყოფნა სამხედრო და ენერგეტიკული დახმარებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად და ზოგადად იმავე გზით სვლისთვის, რასაც ევროპელი პარტნიორები მიჰყვებიან", - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე "მსურველთა კოალიციის" შემდეგი შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.
როგორც მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა ბერლინში შეხვედრის მიზანი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე პოზიციების კოორდინაცია, ასევე NATO-ს ანკარაში დაგეგმილი სამიტის მომზადებაა იყო.
"G7-ის ევიანის სამიტის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს ვხედავთ - უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ევროპელებსა და ამერიკელებს შორის პოზიციების დაახლოებას.
ამ დინამიკის გასაგრძელებლად და მის მხარდასაჭერად ბერლინში ვხვდები ჩვენს გერმანელ, ბრიტანელ, იტალიელ და პოლონელ პარტნიორებს.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივლისის დასაწყისია - NATO-ს ანკარაში დაგეგმილი სამიტი საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უფრო ძლიერი ევროპა ნატოს ფარგლებში", - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა X-ზე.
Depuis le G7 d’Évian, nous vivons un moment important : la reconvergence entre Européens et Américains sur l'Ukraine et le Moyen-Orient.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 24, 2026
Pour avancer et soutenir cet élan, je retrouve à Berlin, nos partenaires allemand, anglais, italien et polonais.
Prochaine étape clé :… pic.twitter.com/8wNGADRwJX








