დონეცკზე განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო არსებულმა ე.წ. დონბასის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, დონეცკის ტესტილშჩიკების რაიონში არსებული ბაზარი დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში მოექცა საარტილერიო დარტყმების ქვეშ.

ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ საარტილერიო დარტყმების შედეგად დაიღუპა 25 და დაშავდა 20 ადამიანი.

რუსული მხარე აცხადებს, რომ საარტილერიო თავდასხმა უკრაინულმა მხარემ განახორციელა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა თავად დაბომბეს დონეცკი.