აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ტურნირის დასრულებისას გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირლანდიურ ვისკიზე არსებულ 10%-იან საბაჟო გადასახადს აუქმებს. 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მას მუდმივად სთხოვდნენ ამ შეზღუდვის მოხსნას. მისი თქმით, ამ საკითხზე არაერთხელ მიმართეს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა და ადგილობრივმა გოლფის მოთამაშეებმა, მათ შორის ტურნირის გამარჯვებულმა შენ ლოურიმ.

"ყველა მთხოვდა და მეც ვთქვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს მოვხსნი", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ირლანდიისა და აშშ-ის დისტილირებული სპირტიანი სასმელების საბჭოებმა დადებითად შეაფასეს ეს გადაწყვეტილება და აღნიშნეს, რომ ტარიფების გაუქმება მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ამერიკელ მომხმარებლებს, რესტორნებსა და საცალო მოვაჭრეებს.