აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2.2 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.
ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გრძელვადიანი გრანტების 2.2 მილიარდი დოლარის და გრძელვადიანი კონტრაქტების 60 მილიონი დოლარის გაყინვის შესახებ განაცხადა.
გასულ კვირას თეთრმა სახლმა ჰარვარდს გაუგზავნა მოთხოვნების სია, რომლებიც მიზნად ისახავდა მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი ზედამხედველობის გაძლიერებას და უნივერსიტეტის მართვის რადიკალურ ცვლილებებს. თუმცა, ორშაბათს, 14 აპრილს, ჰარვარდმა უარყო ეს მოთხოვნები და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, აჭარბებდა სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ მთავრობის უფლებამოსილებას და საფრთხეს უქმნიდა კერძო დაწესებულების ავტონომიას.
თავის მხრივ, აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა დაფინანსების შეჩერების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, საგანმანათლებლო პროცესში არსებული დარღვევები მიუღებელია.