აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი "ცეცხლს ეთამაშება". ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.

ამერიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა პუტინი და თქვა, რომ ტრამპის გარეშე "რუსეთს დიდი ხნის წინ მართლაც ცუდი რამ დაემართებოდა. და როცა ამას ვამბობ, მართლა ცუდს ვგულისხმობ. ის ცეცხლს ეთამაშება!"

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი მასირებულ დარტყმებს აყენებს უკრაინის რეგიონებს, რის შემდეგაც ტრამპმა 25 მაისს განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.

WSJ-ის ცნობით, ტრამპი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.