აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.

"ტოდ სტარნესის შოუში" წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეძლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხი ორი კვირის შემდეგ ეცოდინება.

"ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს. მალე გავიგებთ", - განაცხადა ტრამპმა.