ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ პუტინით, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ეს კიდევ უფრო მეტად მაწუხებს, რადგან არჩევნები სრულიად გაყალბებული იყო და ეს სირცხვილია.

ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ახლა ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით – შემიძლია ეს პირდაპირ ვთქვა.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს დავეხმარო, რომ იცოცხლონ. საქმე უკრაინაში არ არის, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა იცოცხლონ. ყოველკვირეულად 7 000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. ვფიქრობ, ამის შეჩერება შემიძლია და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო", - განაცხადა ტრამპმა.