აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებამ აშშ-თან კრიზისის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები ზედმეტად გააჭიანურა და ახლა ეს ძვირად დაუჯდებათ.

მისი თქმით, ირანი ბევრს საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს.

"ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი მკვდარია. მათ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდათ, შეთანხმების, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდებათ", - აწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.