დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ მას გადასცა საჭირო შეიარაღების ნუსხა, მან საპასუხოდ უთხრა უკრაინელ ოფიციალურ პირებს, რომ ბრიტანეთი არ არის „ამაზონის“ ინტერნეტმაღაზია.
აღნიშნულის შესახებ უოლესმა ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ურჩია უკრაინას, მადლიერება უფრო მეტად გამოხატონ მათთვის გაწეული დახმარებისთვის.
„ხანდახან უკრაინელებს უწევთ ქვეყნების დარწმუნება, უარი თქვან საკუთარ მარაგებზე. დიახ, ეს არის კეთილშობილური ომი და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ომს აწარმოებთ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც, მაგრამ ზოგჯერ თქვენ გიწევთ დაარწმუნოთ ამერიკელი კონგრესმენები. თქვენ უნდა დაარწმუნოთ მოყოყმანე პოლიტიკოსები სხვა ქვეყნებში, რომ ეს ამად ღირს, რომ ისინი ამის სანაცვლოდ რაღაცას იღებენ. ასეთია რეალობა“, – განაცხადა უოლესმა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი.