აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დღეს, 14 იანვარს აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი ავრცელებს.

მირზოიანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.