აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები დღეიდან ამოქმედდა.

როგორც BBC წერს, ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტარიფების გადამხდელ ქვეყნებს შორის მოექცა. მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა.

ტრამპმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.

BBC-ის ცნობით, ამან, შესაძლოა, ძლიერი დარტყმა მიაყენოს ინდოეთის ექსპორტსა და ეკონომიკურ ზრდას იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ბოლო დრომდე ინდოეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.