დანია გრენლანდიის დაცვასა და არქტიკაში სამხედრო ძალების გაზრდაში 14.6 მილიარდი დანიური კრონის ინვესტირებას გეგმავს (2.05 მილიარდი დოლარი) — ამის შესახებ განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა გააკეთა.

მსოფლიოს უდიდესი კუნძული აშშ-ს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის მდებარეობს, მდიდარია მინერალური რესურსებით და სწორედ ამ ფაქტორების გამო მუდმივად იქცევს ისეთი ქვეყნების ყურადღებას, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან.

დამატებით, გლობალურმა დათბობამ გრენლანდიის ყინულის დნობა დაიწყო, რაც ახალ საპორტო ადგილებს ქმნის და კუნძულს მისადგომად უფრო მარტივად აქცევს.

გრენლანდიის კაბინეტსა (ნაალაკერსუისუტი) და ფარერების მთავრობას შორის ხელი მოეწერა არქტიკისა და ჩრდილოატლანტიკურ პაკეტს, რომლის მიხედვითაც, გაძლიერდება სანაოსნო, სატელიტური და დრონებით დაკვირვება. 

თანხებით უზრუნველყოფილი იქნება სამი ახალი გემი, შორ მანძილზე მოქმედი დრონები და სატელიტური შესაძლებლობები. 

"ჩვენ უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები არქტიკისა და ჩრდილოატლანტიკის უსაფრთხოების მიმართულებით", — განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა. 

პოულსენმა განაცხადა ისიც, რომ შეთანხმება მოიცავს რეგიონში პარტნიორებისა და NATO-ს არქტიკული მისიების მხარდაჭერასაც.