დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს NATO-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუტე გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქმიანობას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება.

იგი შეცვლის იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ "პოსტს" ბოლო 10 წლის განმავლობაში იკავებდა.